ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია ენისა და მეტყველების თერაპიაში

ახალი ამბები

3-4 ოქტომბერს ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის საკითხებზე Erasmus + ფარგლებში განხორციელებული პროექტის ABC -Assisting Better Communication („უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა”) დასკვნითი კონფერენცია იყო. 

ოთხდღიანი კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, პროექტის კოორდინატორმა ნინო ცინცაძემ, დოქტორმა იზაბელ ამარალმა და დოქტორმა მარლენ იანსენმა გახსნეს.

ღონისძიებაზე კონსორციუმი წევრი ქვეყნების – ჰოლანდიის, პორტუგალიისა და ისრაელის უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და გამართეს ვორკშოპები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვებში, პროფესიული ეთიკა ენისა და მეტყველების თერაპიაში, ენობრივი განვითარება სმენის დარღვევების მქონე ბავშვებში, ოჯახის ჩართვა და ადრეული ინტერვენცია, აფაზია, ხმის დარღვევები, ენის მოქნილობის დარღვევები, კლინიკური სუპერვიზია და ადრეული წიგნიერება. 

კონფერენციას ესწრებოდნენ ენისა და მეტყველების თერაპევტები ჰოლანდიიდან, ხორვატიიდან, პორტუგალიიდან, ისრაელიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან და საქართველოდან.

5-6 ოქტომბერს კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროექტის კონსორციუმის დასკვნით სამუშაო შეხვედრას.

პროექტის „უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა” მიზანია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიული განვითარების ხარისხიანი კურსებისა და პროგრამების შეთავაზებით ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიის განვითარება/გაძლიერება.

ბანერები