ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

,,საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ,,საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“.

პროექტის მიზანია, გახადოს ინფორმაცია მაქსიმალურიად ხელმისაწვდომი; უგულებელყოს აქამდე არსებული ცრუ ნარატივები, შეგროვდეს ზეპირსიტყვიერი ისტორიები; დღის შუქზე გამოვიდეს ამ დრომდე უცნობი ისტორიები და გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება. პროექტი, თავის მხრივ, ფაქტებზე დაყრდნობით ხელს შეუწყობს დასავლურ ინტეგრაციას.

პროექტის ფარგლებში კახეთის სოფელ ქისტაურის საშუალო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმს. ვიზიტის დროს მოსწავლეები გაეცნენ 1905 წელს დავით სარაჯიშვილის მიერ აშენებული სახლის ისტორიას; ინფორმაცია მიიღეს საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლების წმენდისა და მკაცრი მოპყრობის შესახებ. მოსწავლეებს ასევე  შესაძლებლობა ჰქონდათ, შემოქმედებით სახელოსნოში დაეწერათ ლექსები ცნობილი რეპრესირებული მწერლების ნაწარმოებების მსგავსად. ეს ვიზიტი ერთ-ერთია რეგიონის სკოლებში დაგეგმილ ვიზიტებს შორის, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწერალთა სახლის მიერ.

2023

 

ბანერები