RE-DIRECTION პროექტის ინკლუზიურობის, ციფრული კომპეტენციებისა და მდგრადობის მოკლევადიანი კურსების პილოტირება
ახალი ამბები
RE-DIRECTION პროექტის ფარგლებში ინკლუზიურობის, ციფრული კომპეტენციებისა და მდგრადობის მოკლევადიანი კურსების პილოტირება განხორციელდა.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში შემუშავდა და განხორციელდა შემდეგი კურსების პილოტირება:
- ინფორმაციული წიგნიერება
- ციფრული უსაფრთხოება და დაცვა
- ციფრული კომპეტენცია და პრობლემის გადაჭრის უნარები
- ინკლუზიური კომუნიკაცია ყველასთვის
- მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა
- მრავალფეროვნება და მონაწილეობა
- მდგრადი განვითარების ხელშეწყობა
- მდგრადობის გამოწვევებზე რეაგირება
პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები კურსებში გაწევრიანდნენ პროექტის LMS პლატფორმის საშუალებით. მონაწილეები გაეცნენ სასწავლო მასალებს, შეასრულეს წინასწარ მომზადებული დავალებები და წარმატებით ჩააბარეს ტესტები, რომლებიც მიზნად ისახავდა ცოდნის შეძენისა და თემების პრაქტიკული გააზრების შეფასებას. პილოტირების ეტაპის უკუკავშირმა ხელი შეუწყო კურსების შემდგომ განვითარებას.
ეს მოკლევადიანი კურსები ხელს უწყობს RE-DIRECTION პროექტის მისიას – უმაღლეს განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერებას ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და მდგრადობის ინსტიტუციურ პრაქტიკაში ინტეგრირებით.
პროექტის შესახებ
"Re-direction" მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვასა და გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასწავლო პროგრამების დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და ინკლუზიის კომპონენტების ინტეგრაციას.
RE-DIRECTION პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე აქტივობების გასაცნობად ეწვიეთ:
პროექტის ვებგვერდი: https://re-direction.org/
Facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/
X გვერდი: https://x.com/RE_DIRECTION_
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის ხედვები და აზრები ეკუთვნით მხოლოდ ავტორ(ებ)ს და, შესაძლოა, არ დაემთხვას ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვასა და აზრებს. ევროკავშირი და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვასა და აზრებზე.
2026