ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) კონსორციუმის შუალედური შეხვედრა

ახალი ამბები

2021 წლის 11 და 13 მაისს გაიმართა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) შუალედური შეხვედრა.

Შეხვედრის მთავარი მიზანი იყო განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. პირველ დღეს პროექტის კოორდინატორმა  წარმოადგინა  ყველა დაგეგმილი აქტივობის ანგარიში, იმავე დღეს პრეზენტაციები წარადგინეს პროექტის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა. Მეორე დღის ნახევარი დაეთმო ფინანსური მენეჯმენტის საკითხებს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შესყიდვებსა და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ამავე დღეს კონსორციუმის წევრებმა განიხილეს შუალედური ანგარიშის მომზადების საკითხი, შეთანხმდნენ ვადებსა და წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალზე. ბოლოს კოორდინატორის ინიციატივით ისაუბრეს აქტივობების განახლებულ გრაფიკზე მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო.

Მომდევნო შეხვედრა გაიმართება ვირტუალურად 2021 წლის ივლისში.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზანია, გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის გასაზრდელად.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეებზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

 2021 წელი

ბანერები