ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ კონსორციუმის შეხვედრა

ახალი ამბები

2021 წლის 13-14 სექტემბერს გაიმართა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) კონსორციუმის შეხვედრა.

შეხვედრა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო დაგეგმილი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ონლაინ გაიმართა. პირველ დღეს ყველა პარტნიორმა წარმოადგინა ანგარიში/პრეზენტაცია სასწავლო კურსების პილოტირების შესახებ. მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეზიარებინათ გამოცდილება, რომელიც გათვალისწინებული იქნება სხვა ინსტიტუციებშიც პროცესების დაგეგმვისას. მეორე დღე დაეთმო ონლაინკურსების ხარისხის შეფასების მექანიზმების განხილვას, პარტნიორები ჩამოყალიბდნენ შეფასების ფორმაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის მენეჯმენტის, ხარისხისა და დისემინაციის საკითხები.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის გასააქტიურებლად.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

2021 წელი

ბანერები