ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის შედეგების წარდგენა Moodle Munch-ის ფარგლებში

ახალი ამბები

14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, გიგა ხოსიტაშვილმა Moodle Munch-ის ფარგლებში გამართა პრეზენტაცია თემაზე „რეცენზირების აქტივობა მუდლის დავალების საშუალებით მედიცინის მიმართულების სტუდენტებისთვის“. Moodle Munch-ს ორგანიზებას უწევს დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტი (Dublin City University).

პრეზენტაციის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება სამედიცინო განათლებაში რეცენზირების კომპონენტის დისტანციური სწავლების ელემენტებით შესრულების მოდელის შესახებ. გამოცდილება ეფუძნება ერაზმუს პლუსის პროექტს „ჯანდაცვის სფეროში შეფასების კომპონენტების გაციფრულება“ (AHEAD), რომლის პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოკლედ პროექტის შესახებ

AHEAD პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ტრანსფორმაციას ელექტრონული სწავლებითა და შეფასების აქტიური გამოყენების მეშვეობით.

პროექტის კონსორციუმი შედგება შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან:

  • დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია (პროექტის კოორდინატორი)
  • ჰანზის ინსტიტუტი ოლდენბურგში, გერმანია (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლონეთი (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (პარტნიორი ინსტიტუცია)

 2023 წელი

ბანერები