ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის LOVEDIST@NCE პრეზენტაცია კონფერენციაზე

ახალი ამბები

23 ივნისს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლება საგანგებო სიტუაციის დროს“ გიგა ხოსიტაშვილმა ისაუბრა პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LOVEDISTANCE) შესახებ.

კონფერენციას, რომელიც გაიმართა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში, ესწრებოდა ოცამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოდან, სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

გიგა ხოსიტაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის LOVEDISTANCE მიზნებსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც ქმნის უკვე განხორციელებულ პროექტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას და საფუძველს უყრის პროექტის შედეგების მდგრადობას.

2022 წელი

 

ბანერები