ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ სამუშაო შეხვედრა

ახალი ამბები

2024 წლის 26-28 ივნისს ინსბრუკის უნივერსიტეტში (ავსტრია) პროგრამის ERASMUS-EDU-2023-CBHE ფარგლებში გაიმართა პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia and Moldova (PeaceEdu)) სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე სამმა პარტნიორმა ქვეყანამ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) დამსწრეთ გააცნო სამშვიდობო განათლების  მდგომარეობა და საჭიროებათა ანალიზი ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე, ევროპელი პარტნიორები ავსტრიიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან და კვიპროსიდან კონსორციუმის წევრებს ესაუბრნენ სამშვიდობო განათლების მიმართულებით თანამედროვე კვლევებსა და მიდგომებზე, არსებულ საუნივერსიტეტო და სასკოლო კურიკულუმებზე. შეხვედრაზე შემუშავდა სამშვიდობო განათლების კონცეპტუალური ჩარჩო. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა პროექტის მომდევნო ნაბიჯები.

2024

ბანერები