ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის ETHICS გარე დისემინაცია

ახალი ამბები

 3-7 მარტს ბუქარესტის ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „შერეულ ინტენსიურ პროგრამაში“ (Blended Intensive Program − BIP) მონაწილეობა მიიღო ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიგა ხოსიტაშვილმა. მან ჩაატარა რამდენიმე სესია კვლევის ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად გამოყენების შესახებ. აღნიშნული რესურსები ძირითადად შემუშავებულია პროგრამის Erasmus + ფარგლებში დაფინანსებული ეროვნული სტრუქტურული რეფორმის პროექტის ETHICS ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი პირი, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი პორტუგალიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან (11 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან).

2025

ბანერები