ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის ETHICS გარე დისემინაცია

ახალი ამბები

17 ივნისს ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინასებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS) ონლაინშეხვედრა გარე დისემინაციის ფარგლებში.

შეხვედრას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ინსტიტუციის წარმომადგენელი გიგა ხოსიტაშვილი.

მომხსენებელმა აუდიტორიას  გააცნო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკურად გამოყენების საკითხები და გამოწვევები,  ისაუბრა პროექტის ღონისძიებებსა და  გამოცდილებაზე.
შეხვედრაზე განიხილეს კვლევის კეთილსინდისიერების ასპექტები და მათი მნიშვნელობა.

მოკლედ პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.

პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

2024

ბანერები