ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის Erasmus+ DeSIRe ფარგლებში სატრენინგო კვირეული დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში

ახალი ამბები

24-28 მარტს დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის Erasmus+ CBHE ფარგლებში ჩატარდა სატრენინგო კვირეული „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ (DeSIRe).

ტრენინგების მონაწილეებმა განიხილეს სწავლების ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა:

  • მეწარმეობის უნარების განვითარება, რაც პროექტის მესამე მოდულის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს (ვალერია რაჩევა, WEFOUND – მსოფლიო ქალთა სტარტაპებისა და მეწარმეების ფონდი); სესია ასევე ეხებოდა სტუდენტებში ინიციატივისა და პროაქტიურობის განვითარებასა და ბიზნესიდეის შექმნაზე სტრატეგიული ხედვების გაზიარებას;
  • საუკეთესო პრაქტიკები თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის (EDI) მიმართულებით და მათი გამოყენება რბილი უნარების განვითარებაში. დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალფეროვნების მართვის განყოფილებამ წარმოადგინა ინტერაქტიური მიდგომები  სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებათა მიმართულებით და ინსტიტუციური სტრატეგიები ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად;
  • ბიზნეს კომუნიკაცია და მოლაპარაკება აერთიანებდა თეორიულ მასალას პრაქტიკული სავარჯიშოებით;
  • ორგანიზაციული კულტურის გაგება და განვითარება − სესია, რომელსაც უძღვებოდა გერარდ კალენი (დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის DeSIRe პროექტის კოორდინატორი), დაეთმო ინსტიტუციური ღირებულებებისა და თანამშრომლობის პრაქტიკების საგანმანათლებლო დიზაინში ინტეგრირების მეთოდებს;
  • ციფრული წიგნიერება და პროგრამები სწავლებაში (ხელმძღვანელი ვანესა გამიზ სანჩესი);
  • MOOC-ის შინაარსისა და სასწავლო მოდულების ინსტრუქციული დიზაინის საბოლოო დამუშავება შემდეგ თემებზე: თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია (EDI), ბიზნეს მოდელირება და ორგანიზაციული კულტურა.

ერთი დღე დაეთმო მენეჯმენტის საკითხების განხილვას და განხორციელებული აქტივობების ანალიზს. პროექტით სამომავლოდ დაგეგმილია ტრენინგები და შეხვედრები ფინეთისა და ირლანდიის ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შუალედური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტისა და მისი მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებგვერდზე.

2025

ბანერები