ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ შუალედური ანგარიში

ახალი ამბები

პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ მონიტორინგის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერაზმუს პლუსის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელ ლიკა ღლონტს.
პროექტის განხორციელების ერთწლიანი ანგარიში მიმდინარე წლის სექტემბერში წარადგინეს კონსორციუმის მეორე შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდში. აღსანიშნავია, რომ ამავე წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც პროექტის კოორდინატორმა ორგანიზაციამ, ევროკავშირის აუდიოვიზუალურ აღმასრულებელ სააგენტოში (EACEA) წარადგინა შუალედური ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი როგორც ერთიან, ასევე პროექტში ჩართულ თითოეულ პარტნიორ ორგანიზაციაში განხორციელებული აქტივობები.

2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრიდან პროექტში ჩართული თორმეტი ქართული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სასწავლო კურსებში განხორციელდა პროგრამის Turnitin ინტეგრირება. არსებული მდგომარეობით, მიმდინარე სემესტრში აქტიურია სხვადასხვა საფეხურის 140-მდე კურსი, რომლებშიც ჯამში 20 000 სტუდენტამდეა გაწევრიანებული. 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით სისტემაში უკვე შემოწმდა 42 000-მდე ნაშრომი.

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ''INTEGRITY'' მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  • ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  • დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)


პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი


პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)
ბანერები