ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტი „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“ − კონსორციუმის შეხვედრა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორის სტატუსით ჩართულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტში PROVE. პროექტის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორები ევროპის ქვეყნებიდან და სომხეთიდან. აზერბაიჯანელი კოლეგები − ონლაინ რეჟიმში.

სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიზნები, ამოცანები, აგრეთვე სამუშაო პაკეტების ლიდერების უფლება-მოვალეობები და გეგმა-გრაფიკი.

მხარეებმა დისკუსია გამართეს ადმინისტრაციული საკითხებისა და შესასრულებელი ამოცანების შესახებ.

პროექტის ძირითადი მიზანი სამხრეთ კავკასიის საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა, შესაბამისი კურსების შემუშავება, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და უნივერსიტეტების მიღმა დაინტერესებული საზოგადოების ამ პროცესებში აქტიური ჩართულობაა.

2025

ბანერები