ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტ LOVE DISTANCE-ის კონსორციუმის მენეჯმენტის შეხვედრა

2021 წლის 21 ივლისს გაიმართა Erasmus +  ინსტიტუციური განვითარების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance)  მენეჯმენტის შეხვედრა.

პროექტის კოორდინატორმა პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან წარადგინა მიმდინარე აქტივობების მოკლე შეჯამება. მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების მართვის საკითხი.

პროექტით გათვალისწინებული მორიგი შეხვედრა პირისპირ ფორმატში დაგეგმილია ბათუმის უნივერსიტეტში და შეკითხვების ნაწილი სწორედ ამ შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა. კონსორციუმის წევრები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მოიცავს ეპიდემიოლოგიურ რისკებს, როგორც მასპინძელ, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების ქვეყნებში. 

მოკლედ პროექტის შესახებ

პროექტის LOVE DISTANCE მიზანია, გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის გასაზრდელად.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეებზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

ვრცლად პროექტის შესახებ: https://lovedistance.eu/

2021 წელი

 

 

ბანერები