ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პრაქტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული ტრენინგპროგრამა

ახალი ამბები

2017 წლის 29 სექტემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი ''Paving the Way to a Knowledge-Based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia'' („გზა ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ: საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში”). პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სტარტაპ გრაინდი.

პროექტის ფარგლებში 18-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ლევინის სამეწარმეო ცენტრის (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ) თანამშრომლობით გაიმართა პრაქტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული ორკვირიანი ტრენინგპროგრამა. პროგრამის მთავარი მიზანი იყო,  შერჩეულ კანდიდატებს დახმარებოდა ინოვაციური იდეის სწორად ფორმირებასა და ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებაში.

ტრენინგების ციკლს უძღვებოდა კიმბერლი დევის კინგი, რომელსაც აქვს 17 წელზე მეტი ხნის გამოცდილება სარისკო კაპიტალის ინდუსტრიაში, სტარტაპების დაფინანასებასა და მენტორობაში.

კიმბერლი ამჟამად მუშაობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დამხმარე პროფესორის თანამდებობაზე. ამასთან იგი  ემსახურება  ადგილობრივი ტექნოლოგიური ინკუბატორის EvoNexus-ის შერჩევისა და განხილვის კომიტეტს. კინგი აგრეთვე არის UCSD (სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტი) რედი ბიზნესსკოლის ლექტორი,  თან ხელმძღვანელობს StartR, mystartupxx-სა და სოციალური ვენჩორ აქსელერატორების პროგრამას რედი ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულებისა და UCSD-ის სტუდენტებისთვის. იგი ფლობს სტენფორდის უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს ინდუსტირული ინჟინერიის მეცნიერებაში და ჰარვადის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

ტრენინგპროგრამა ძირითადად ორიენტირებული იყო შემდეგი საკითხების შესწავლა-დამუშავებაზე:

  • ლინ სტარტაპ მეთოდოლოგია;
  • ბიზნესკანვას მოდელი;
  • როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ისეთი იდეები, რომლებიც პასუხობენ ბაზრის მოთხოვნებს;
  • სტარტაპ ღირებულების შექმნა.

2-კვირიანი ტრენინგპროგრამის შედეგად მონაწილეებმა შეიძინეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • იდეების სწორი ვალიდაცია;
  • ბიზნესმოდელის შექმნა;
  • პროტოტიპების ვალიდაცია;
  • მომხმარებლის განსაზღვრა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა;
  • სტარტაპის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა;
  • სამიზნე  ბაზრის კვლევის კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრა.
ბანერები