ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პირველი ეროვნული შეხვედრა – ევროკომიის მიერ დაფინანსებული პროექტი ETHICS

ახალი ამბები

1 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ პირველი ეროვნული შეხვედრა. მას დაესწრნენ პროექტის კონსორციუმის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილე ლაშა მარგიშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი.

შეხვედრის მიზანი იყო ქართველი პარტნიორებისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების, თითოეული პარტნიორის როლისა და გეგმების დეტალური განხილვა, ასევე ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციების წარდგენა.

მოკლედ პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.

პროექტის კოორდინატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/ 

2023 წელი

ბანერები