ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პირველი ეროვნული პროექტი ETHICS

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაიწყებს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3 ფარგლებში დაფინანსებული პირველი ეროვნული პროექტის ''Responsible Conduct of Research - Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS)'' განხორციელებას.

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე.

პროექტის კოორდინატორი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმი ევროპელი პარტნიორები:

  1. ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  2. ჩარლზის უნივერსიტეტი,
  3. მასარიკის უნივერსიტეტი
  4. აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. კავკასიის უნივერსიტეტი
  3. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  4. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  9. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 2022 წელი

ბანერები