ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ონლაინ ტრენინგი - ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

ახალი ამბები

22 ივნისს გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე - ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. მოცემულ ტრენინგს დაესწრო 130-მდე მასწავლებელი და პროფესორი საქართველოს სხვადასხა უნივერსიტეტიდან თუ საჯარო სკოლებიდან.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • პროგრამების GitMind, Moodle H5P გამოყენება - გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • პროგრამის diagramsnet გამოყენება - თენგიზ კუკუნაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • პროგრამის Miro გამოყენება - ამირან შარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტრენინგი შემუშავებულია ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში და მას ერთობლივად უძღვებოდნენ პროექტში ჩართული პარტნიორები საქართველოდან.

პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, საჭირო სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონის მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები). პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

2023

ბანერები