ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ონლაინ ტრენინგი სკოლის მასწავლებლებისთვის

ახალი ამბები

2023 წლის 25 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

ტრენინგის მიზანი იყო პრაქტიკოსი მასწავლბელების მომზადება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. კერძოდ, საუბარი შეეხო შემდეგი აპლიკაციების გამოყენებას: GitMind, Powtoon, Canva. აღნიშნული პროგრამები გამოიყენება სასწავლო რესურსის მოსამზადებლად, როგორც ვიდეო, ასევე ტექსტურ თუ გრაფიკულ ფორმატში.

ტრენინგი შემუშავებულია ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლა და სწავლება ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (DITECH) ფარგლებში. 

2023

ბანერები