ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მონპელიეს ბიზნესის სკოლის სტიპენდია BOURSE INTERNATIONALE D’EXCELLENCE

ახალი ამბები

საფრანგეთის ფონდის ეგიდით მონპელიეს ბიზნესის სკოლის ფონდმა დააწესა საერთაშორისო პრესტიჟული სტიპენდია იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება სურთ MBS ბიზნესის სკოლაში.

სტიპენდიით სარგებლობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ბიზნესისა და მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებს.

MBS ბიზნესის სკოლას მინიჭებული აქვს სამმაგი AACSB, AMBA და EQUIS აკრედიტაცია. ეს უმაღლესი დაწესებულება ორიენტირებულია საერთაშორისო საფუძვლებზე და ინარჩუნებს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: ეთიკა, მიმღებლობა, მრავალფეროვნება, პასუხისმგებლობა და გლობალური აქტივობები.

საერთაშორისო პრესტიჟული სტიპენდია სრულად ფარავს საბაკალავრო საფეხურის ბოლო სასწავლო წლის საფასურს, ისევე როგორც ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდია შეადგენს 20,500 ევროს.

კანდიდატებს შეარჩევენ აკადემიური და სოციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით. ფონდის მთავარი მიზანია, საშუალება მისცეს საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, ისწავლოს და იცხოვროს საფრანგეთში.

სრული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

2025

ბანერები