ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში – SQUARE“

ახალი ამბები

16-18 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში – SQUARE“ კონსორციუმის წევრებს. შეხვედრა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებით. ტრენინგს უძღვებოდნენ კონსორციუმის „T2.2 სტრატეგიული დაგეგმარება“ წევრი ფინელი და პორტუგალიელი ექსპერტები.

ტრენინგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და პროექტის კოორდინატორმა ირმა გრძელიძემ გახსნეს.

სამდღიან ტრენინგში 8 ქართული უნივერსიტეტის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 36-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ისინი გაეცნენ მესამე მისიის აქტივობების შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიას, ინსტრუმენტებსა და კონკრეტულ ინსტრუქციებს, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება შიდა ინსტიტუციური სტრატეგიების შემუშავებისას.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტისა და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით; უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის საბოლოო მიზანია, შეიქმნას მარეგულირებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

2022 წელი

 

 

ბანერები