ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ -- პროექტის შეხვედრა გაიმართა

ახალი ამბები

20 იანვარს გაიმართა ერაზმუს+ -ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის„მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) შეხვედრა.

პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

შეხვედრას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის მესამე მისიის სტრატეგიის დაგეგმვა-შემუშავება, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და პროექტის მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

შეხვედრის დამსწრეთ ერთმანეთს გაუზიარეს ტურკუში, ლისაბონსა და საფრანგეთში ტრენინგების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება (Knowledge Transfer Meeting).

2023 წელი

ბანერები