ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“( SQUARE), რომლის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. 

პროექტის ფარგლებში პრაქტიკის გასაზიარებლად დაგეგმილია ტრენინგები და შეხვედრები საფრანგეთში, პორტუგალიასა და ფინეთში. 21 სექტემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტის კოორდინატორი თამარ ბრეგვაძე და პროექტის მენეჯერი ქეთევან დარახველიძე შეხვდნენ შერჩეულ მონაწილეებს და გააცნეს პროექტის მიზნები, გეგმები და გაუზიარეს საკუთარი ხედვა.

პროექტის კოორდინატორმა მონაწილეებს გააცნო მესამე მისიის აქტივობათა შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები და კონკრეტული ინსტრუქციები, რომლებიც გამოყენებული იქნება შიდაინსტიტუციური სტრატეგიების შემუშავებისას.

პროექტის კოორდინატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად პროექტის შესახებ: http://www.square.tsu.ge/

2022 წელი

ბანერები