ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE)

ახალი ამბები

7-12 ნოემბერს ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის SQUARE კონსორციუმის ქართველი წევრები ხელოვნებისა და ხელოსნობის ეროვნულ კონსერვატორიას ქალაქ ნანტში, საფრანგეთში, ტრენინგის და სამუშაო პროცესზე დაკვირვების ვორქშოფების „კულტურის მიმართულებით მესამე მისიის აქტივობების მართვის“ ფარგლებში ეწვივნენ.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა მოცემულ ვოქშოფში და სამომავლოდ იგეგმება მესამე მისიის სტრატეგიის განვითარება.

ვიზიტის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ, თუ როგორ უძღვება პარიზის ხელოვნებისა და ხელოსნობის ეროვნული კონსერვატორია მესამე მისიის აქტივობებს და როგორ არის ამ პროცესში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. ვიზიტში მონაწილეობდნენ ნანტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც პროექტის მონაწილეებს, თბილისის საკრებულოსა და მუზეუმების ეროვნული გაერთიანების წარმომადგენელებთან ერთად, წარუდგინეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები და სტრატეგიები.

ქართველი მონაწილეები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ნანტის გარემოს ისტორიის მუზეუმს, რა დროსაც მუზეუმი წარმოდგენილ იქნა მესამე მისიის პერსპექტივაში. ასევე, გაიმართა ვორქშოფი მესამე მისიის სისტემური მიდგომის შესახებ, რაც გულისხმობს უნივერსიტეტს, კულტურასა და სამეცნიერო კულტურას ერთად. აღნიშნული ვორქშოფის ფარგლებში განხილულ იქნა შემთხვევა „მუდმივი უნივერსიტეტის“ კონცეფციის შესახებ.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

2022

 

ბანერები