ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

MEDIATS: Training and Society Transformation

ახალი ამბები

2020 წლის 25 თებერვალს, ERASMUS+ პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან და დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრაზე სამართლის სკოლის წარმომადგენელმა და პროექტის კოორდინატორმა სალომე გაგნიძემ ისაუბრა პროექტის მიზნებზე, სამართლის სკოლის როლზე მედიაციის განვითარების ხელშეწყობასა და განვითარებაში, ასევე პროექტით დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაში მედიაციის მოდულის შექმნასა და სტუდენტთა სტაჟირებაზე პარტნიორ ქვეყნებში.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია, სადაც სამართლის სკოლის მოწვეულმა ლექტორებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა დიმიტრი ძაგნიძემ და უჩა ძიმისტარიშვილმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: საქართველოში მედიაციის შესახებ საკანონმდებლო სიახლეები, მედიაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო და რეგიონალური ინსტრუმენტები, მედიაციის პრაქტიკული ასპექტები განსაკუთრებით საოჯახო და შრომით-სამართლებრივ დავებში. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ახლად ამოქმედებული კანონი მედიაციის შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებისთვის მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და სამართლის სკოლის როლის გამოკვეთა მედიაციის განვითარებაში.

შეხვედრა დასრულდა გამომსვლელებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის საინტერესო კითხვა-პასუხით.

ბანერები