ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და საგანმანათლებლო სფეროს როლი მის განვითარებაში

2018 წლის ნოებრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ჩაერთო ERASMUS + ახალი პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation განხორციელებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მასში საქართველოს გარდა მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი, ლატვია, გერმანია, აზერბაიჯანი და უკრაინა.

პროექტი პარტნიორ უნივერსიტეტებს (ქართულ, აზერბაიჯანულ და უკრაინულ) საშუალებას აძლევს, ევროპის უნივერსიტეტთა საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მთავარი მოთამაშეები გახდნენ მედიაციის პროცესების ხელშეწყობაში.

პროექტის კოორდინატორმა სალომე გაგნიძემ და ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა და ამავე სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კოტე ჩოკორაიამ ისაუბრეს მედიაციის ინსტიტუტზე საქართველოში და მის განვითარებაში საგანმანათლებლო სფეროს როლზე.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3dMCqne

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3wqTIgg

2021 წელი

ბანერები