ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია/MEDIATS

ახალი ამბები

2021 წლის 13 ოქტომბერს ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ერასმუს პლუსის დღეებს.

შეხვედრაზე სალომე გაგნიძემ და ქეთი დევაძემ, პროქტის მენეჯერებმა ილიაუნიდან და ბსუ-დან, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის შედეგები და სამომავლო გეგმები. ღონისძიებაში მონაწილეობდა ილიაუნის სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ჩოკორაია, რომელმაც წარადგინა განახლებული კერძო (ბიზნეს) სამართლის (მედიაციის მოდულის) პროგრამა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები, ბსუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

MEDIATS-ის ნაციონალური სემინარი დასრულდა პროექტის ფარგლებში ესპანეთში დაგეგმილი სტაჟირების მონაწილე ილიაუნისა და ბსუ-ს სტუდენტების გაცილებით. შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს მედიაციის მოდულის სტუდენტებისთვის 2-კვირიან სტაჟირებას ესპანეთსა და ნიდერლანდებში.

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3vGnZcd

2021 წელი

ბანერები