ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

LOVEDIST@NCE პროექტის კონსორციუმის შეხვედრა

ახალი ამბები

 4-7 ივლისს იბეროამერიკული უნივერსიტეტების ასოციაციამ (FUNIBER) ბარსელონის უნივერსიტეტში უმასპინძლა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის LOVEDIST@NCE კონსორციუმის შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში ჩართული პორტუგალიის, ისრაელის, საქართველოს, რუმინეთისა და ესპანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების განხილვა, მიმდინარე აქტივობების შეჯამება და გეგმების დასახვა. პირველი დღე დაეთმო პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხების განხილვას, მეორე დღეს გაიმართა ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებული შეხვედრები, ხოლო მესამე-მეოთხე დაეთმო პროექტის დისემინაციის აქტივობებს, სამომავლო მონიტორინგის ვიზიტების დაგეგმვას, პროექტის ვადის გაგრძელების საჭიროების განსაზღვრას და სხვ.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზანია დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურებისა და მექანიზმების გაძლიერება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის გასააქტიურებლად.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

2022 წელი

 

ბანერები