ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

LOVE.DIST@NCE კონსორციუმის შეხვედრა

ახალი ამბები

17 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Love Distance) კონსორციუმის შეხვედრას.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პარტნიორები ისრაელიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან. შეხვედრის ძირითადი საკითხი იყო პროექტის საბოლოო ანგარიშის მომზადება, პასუხისმგებლობათა განაწილება და დროის ჩარჩოზე შეთანხმება. მხარეებმა განიხილეს სამომავლო ღონისძიებები და ახალი პროექტის იდეები, რომლებიც შეიძლება განხორციელებული პროექტის შედეგებს დაეყრდნოს.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან დაკავშირებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, საჭირო სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონების მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

2023 წელი

 

 

 

 

 

ბანერები