ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

LOVE.DIST@NCE ფინალური კონფერენცია

ახალი ამბები

2023 წლის 15-16 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Love Distance) ფინალური კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს, ისრაელის, პორტუგალიის, ესპანეთისა და რუმინეთის 15 სხვადასხვა უნივერსიტეტის 90-მდე პროფესორი, მკვლევარი, ექსპერტი და სტუდენტი. კონფერენციის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელში მიღებული გამოცდილებისა და შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა, ვორკშოპებისა და სტუდენტთა მრგვალი მაგიდების მოწყობა. კონფერენციას ესწრებოდა პროექტის ჯგუფი ილიას უნივერსიტეტიდან, მათ შორის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან დაკავშირებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

2023

ბანერები