ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

LOVEDISTANCE პროექტის ჯგუფის შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან

ახალი ამბები

2022 წლის 15 ნოემბერს Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

პროექტის მონაწილეებმა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ნინო დობორჯგინიძესა და ვიცე-რექტორს, პროფესორ გიორგი გვალიას მოკლედ წარუდგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ისაუბრეს პროექტის შედეგების მდგრადობის გეგმასა და მექანიზმებზე.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

2022 წელი

 

ბანერები