ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსორციუმის წევრთა შეხვედრა ჰაიფის უნივერსიტეტში

ახალი ამბები

18-23 ივნისს ჰაიფის უნივერსიტეტში (ისრაელში) გაიმართა Erasmus+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის – უმაღლესი  განათლების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის (DARE) – კონსორციუმის წევრთა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერსიტეტებიდან პროექტში ჩართული თანამშრომლები და სტუდენტები.

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები, უნივერსიტეტის სტუდენტები – ლამარა ჯაფოშვილი, რუსუდან ზაზაძე და ნანა აკოფიანი  ესტუმრნენ ჰაიფისა და გორდონის უნივერსიტეტებს და პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე გააკეთეს პრეზენტაცია. ლამარა, რუსუდანი და ნანა 1+4 პროგრამის ფარგლებში ტუტორების პროგრამაში იყვნენ ჩართულები და იმ სერვისებსა და ცვლილებებზე ისაუბრეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში არაქართულენოვანი სტუდენტების მხარდასაჭერად განხორციელდა.

პროექტი ითვალისწინებს ინკლუზიური, ეთნიკური ჯგუფების, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. პროექტის მიზანია, ინსტიტუციონალური შესაძლებლობებით გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს 4 ძირითად მიმართულებას (ბავშვთა მოვლა, კლინიკური და პროფესიული პრაქტიკა, სწავლა და შეზღუდული შესაძლებლობები, აკადემიური  მხარდაჭერა) და ხელმისაწვდომი გახადოს განათლება აუდიტორიის მიღმა ციფრულ გარემოში, შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახდება არსებული კურსებიც. პროექტი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ მისი შედეგი იყოს გრძელვადიანი და კონკრეტული სამიზნე ჯგუფისაკენ მიმართული.

შეხვედრაზე პარტნიორმა უნივერსიტეტებმა განიხილეს პროექტის შედეგები, დისემინაციის შესაძლებლობები და რეკომენდაციები.

 

 

ბანერები