ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსორციუმის პირველი შეხვედრა AHEAD პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები

15-16 ივნისს Hanse Institut Oldenburg-მა უმასპინძლა კონსორციუმის პირველ შეხვედრას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  Cooperation partnerships in vocational education and training (KA220-VET)-ის პროექტს „ჯანდაცვის სფეროში შეფასების კომპონენტის გაციფრულება (AHEAD)“.

შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს მიღწევებზე, მონაწილეობა მიიღეს ტრენერთა გადამზადების სემინარშიც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ივანე აბიათარი, მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი და კონსტანტინე გოგიჩაიშვილი, კლინიკური უნარების სწავლების საგამოცდო ცენტრის ასისტენტი. შეხვედრაზე დაზუსტდა კონსორციუმის მეორე შეხვედრის ადგილი და თარიღი.

მოკლედ პროექტის შესახებ

AHEAD პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ტრანსფორმაციას ელექტრონული სწავლებისა და შეფასების აქტიური გამოყენების მეშვეობით. პროექტის კონსორციუმი შედგება შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან:

  • დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია (პროექტის კოორდინატორი)
  • ჰანზას ინსტიტუტი ოლდენბურგში, გერმანია (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლონეთი (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (პარტნიორი ინსტიტუცია)
2022 წელი
 
 
 
ბანერები