ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსორციუმის მეორე შეხვედრა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ფარგლებში

ახალი ამბები

2018 წლის 12-14 ნოემბერს ქალაქ ლინცში (ავსტრია), ლინცის დიონისეს კერძო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, გაიმართა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ კონსორციუმის მეორე შეხვედრა. შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ: სოფიკო ლობჟანიძე, ქეთევან დარახველიძე, მანანა სალუქვაძე, ეკა ტყავაშვილი და ეკატერინე მიქაუტაძე.

შეხვედრაზე კონსორციუმის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შემუშავებული განმავითარებელი შეფასების მიდგომები და/ან ინსტრუმენტები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფმა წარადგინა  განმავითარებელი შეფასების მიდგომა „კრიტიკული  მეგობარი“, რომელიც ახლებული თანამშრომლობის გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ინოვაციაა უმაღლესი განათლების სფეროში.

კონსორციუმის წევრებმა შეიმუშავეს ტრენერთა ტრენინგის მოდულები, განიხილეს პილოტირების გეგმა და ისაუბრეს გეგმებზე.

ბანერები