კონსორციუმის მეორე შეხვედრა პროექტის Re-DIRECTION ფარგლებში
ახალი ამბები
2025 წლის 20-21 მარტს პროექტის Re-DIRECTION ფარგლებში გამართულ კონსორციუმის მეორე შეხვედრას კარლსრუეს საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრა კარლსრუეს მუნიციპალიტეტში გამართული ოფიციალური მიღებით დაიწყო. ორი დღის განმავლობაში ყურადღება უმთავრესად გამახვილდა მესამე სამუშაო პაკეტზე (WP3), რომლის ფარგლებშიც ვითარდება ინკლუზიური სასწავლო გეგმა და დამხმარე რესურსები. პროექტის პარტნიორებმა დეტალურად განიხილეს სასწავლო გეგმის შინაარსი, კურსების სტრუქტურა და აკრედიტაციის საკითხები სხვადასხვა სამუშაო პაკეტის ხელმძღვანელთა კოორდინაციით. შეხვედრის დროს ასევე წარმოადგინეს MOOC პლატფორმის პირველი ვერსია შემდგომი განვითარებისთვის რეკომენდაციისა და რჩევების მისაღებად. დეტალურად განიხილეს პროექტის შუალედური ანგარიშის მოთხოვნები. ყურადღება დაეთმო 2025 წელს შესასრულებელი აქტივობების დეტალურ ანალიზს. 2025 წლის 6-7 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება ტრენინგი მეოთხე სამუშაო პაკეტის ფარგლებში. კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2026 წელს.
პროექტის შესახებ
პროექტი RE-DIRECTION მიზნად ისახავს პარტნიორი ქართული და უკრაინული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინოვაციური სწავლების მეთოდების შემოღება-გაძლიერებასა და პროექტის ფარგლებში შერჩეული სასწავლო პროგრამების დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და ინკლუზიის კომპონენტების მაქსიმალურ ინტეგრაციას.
პროექტის აქტივობები
- ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება;
- პარტნიორ ინსტიტუციებში მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვა;
- მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს.
2025
გალერეა