ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსორციუმის მეორე შეხვედრა AHEAD პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები

28-30 ნოემბერს ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ Cooperation partnerships in vocational education and training (KA220-VET)-ის პროექტის „ჯანდაცვის სფეროში შეფასების კომპონენტის გაციფრულება (AHEAD)“ კონსორციუმის მეორე შეხვედრას.

შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტის 5 მთავარი მიზნის მიღწევები. პროექტის გუნდმა დეტალურად განიხილა შუალედური ანგარიშის მოსამზადებელი დოკუმენტები, განაწილდა სამუშაოც, რომელიც თითოეულმა ინსტიტუციამ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა შეასრულოს. შეხვედრის ბოლო დღეს დაზუსტდა, რომ კონსორციუმის მესამე შეხვედრა 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

მოკლედ პროექტის შესახებ

AHEAD პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ტრანსფორმაციას ელექტრონული სწავლებითა და შეფასების აქტიური გამოყენების მეშვეობით.

პროექტის კონსორციუმი შედგება შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან:

  • დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია (პროექტის კოორდინატორი)
  • ჰანზის ინსტიტუტი ოლდენბურგში, გერმანია (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლონეთი (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (პარტნიორი ინსტიტუცია)
2022 წელი
 
 
ბანერები