ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის გუნდი კონკურსის Big Idea Challenge 2021 გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიაუნის გუნდი ბრიტანეთის საბჭოს ვიდეოფიჩის კონკურსის Big Idea Challenge 2021 გამარჯვებულია.

თეკლე კაპანაძის, მარიამ მეტრეველისა და ქეთევან კაპანაძის გუნდს, რომელმაც იდეით Amicus კონკურსის სოციალური გავლენის კატეგორიაში გაიმარჯვა, შესაძლებლობა მიეცემა, ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით იდეა რეალობად აქციოს.

კონკურსი Big Idea Challenge 2021 ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

პროგრამას კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

დაჯილდოვების სრული ცერემონია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3fud6mI

2021 წელი

ბანერები