ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ETHICS პროექტის გუნდის შეხვედრა აზერბაიჯანელ პარტნიორებთან

ახალი ამბები

2023 წლის 19 სექტემბერს ხაზარის უნივერსიტეტში (ბაქო, აზერბაიჯანი) გაიმართა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ETHICS პროექტის გუნდის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის 3 უნივერსიტეტის (ხაზარის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი, სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის ETHICS პროექტის სამუშაო პაკეტების და მიმდინარე თუ განსახორციელებელი აქტივობების დეტალური განხილვა. სამუშაო შეხვედრის დასასრულს, დაიგეგმა პროექტების ETHICS და BE-OPEN სინერგიის აქტივობები ქართული და აზერბაიჯანული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით.

მოკლედ პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე.

პროექტის კოორდინატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  1. ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  2. ჩარლზის უნივერსიტეტი
  3. მასარიკის უნივერსიტეტი
  4. აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. კავკასიის უნივერსიტეტი
  3. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  4. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  9. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

2023

ბანერები