ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა დაფინანსება Erasmus + ჟან მონეს ქსელის ახალ პროექტზე

ახალი ამბები

პროგრამა Jean Monnet მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად წარადგენს პროექტებს და იღებს დაფინანსებას პროგრამის ფარგლებში. 2023 წლის ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა დაფინანსება Erasmus+ ჟან მონეს ქსელის ახალ პროექტზე, რომელსაც კოორდინირებას გაუწევენ პროფესორები ქეთევან გურჩიანი და ოლივერ რაისნერი. 

პროექტი HER-UKR – უკრაინაში ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის გამოწვევები და შესაძლებლობები – შეისწავლის კულტურული მემკვიდრეობის როლს ევროკავშირის მიღმა. 15 უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი გააერთიანებს ინტერდისციპლინურ გამოცდილებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის, აღმოსავლეთ ევროპის, მეხსიერების პოლიტიკისა და მემკვიდრეობის პრაქტიკის შესახებ. პროექტი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს ევროკავშირის, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული აქტორის, პოტენციალი მემკვიდრეობის პოლიტიკაში.

პროექტი აერთიანებს სამ ძირითად ქვესაკითხს, ესენია: 

  1. ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის დიპლომატია დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ხელშეწყობისთვის; 
  2. კონფლიქტის პრევენციასთან ფოკუსირება სადავო მემკვიდრეობაზე;
  3. მემკვიდრეობის დაცვა და რეკონსტრუქცია.

პროექტის კოორდინატორია ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი.

2023

ბანერები