ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტი Erasmus+ Jan Monnet

2019 წლის სექტემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus + Jan Monnet Networks-ის ახალ პროექტში „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the periphery) ჩაერთო. პროექტის კოორდინატორია შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) ევროპის კვლევების ცენტრი (თურქეთი). პროექტში ასევე მონაწილეობს რუმინეთის, კოსოვოსა და უკრაინის უნივერსიტეტები. მიმდინარე წლის 1-2 ოქტომბერს ანკარაში პროექტის კონსორციუმის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები დავით აფრასიძე და გიორგი გვალია.

ბანერები