ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის წევრი გახდა

ახალი ამბები

აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია (ENAI), ევროპის ყველაზე ფართო ქსელი, ფოკუსირებულია აკადემიური კეთილსინდისიერების თემასა და მის მომიჯნავე საკითხებზე. ასოციაციაში გაერთიანებული დარგის ექსპერტები ქმნიან სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, ინსტრუმენტებს, გაიდლაინებს, რომლებიც გამოიყენება სასწავლო პროცესში აკადემიური გადაცდომის შემთხვევების შესამცირებლად.

ასოციაცია ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო კონფერენციას European Conference on Ethics and Integrity in Academia, ყოველთვიურად ორგანიზებას უწევს საინფორმაციო ვებინარებს, ასევე ყოველ ზაფხულს იმართება საზაფხულო სკოლა სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ასოციაციის მიერ შემუშავებულ ყველა რესურსზე ექნებათ წვდომა, რაც ხელს შეუწყობს, ზოგადად, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ასოციაციის წევერობა უზრუნველყოფილია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში, რომელსაც კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

2023

ბანერები