ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ETHICS პროექტის გარე დისემინაციის აქტივობები

ახალი ამბები

2024 წლის 26 თებერვალსა და 25 აპრილს გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის მიერ დაფინასებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ გარე დისემინაციის ფარგლებში.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამართულ ონლაინშეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი იყო კვლევის კეთილსინდისიერების ასპექტები და მათი მნიშვნელობა სასწავლო უნივერსიტეტისთვის. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო პროექტის მიმდინარე აქტივობები და გაუზიარა გამოცდილება.

მეორე შეხვედრაზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიხსნა პლაგიატის პრევენციის კვირეული მოხსენებით, რომელმაც თავი მოუყარა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ მასალებს. აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად მას დაესწრნენ სტუდენტებიც, შესაბამისად პრეზენტაციის დროს ყურადღება გამახვილდა მათთვის საინტერესო ასპექტებზე.

შეხვედრებზე  მომხსენებელი იყო  პროექტის კოორდინატორი ინსტიტუციის წარმომადგენელი გიგა ხოსიტაშვილი.

მოკლედ პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.

პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

2024

ბანერები