ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ერაზმუსის დღეები 2020

Erasmus+ დღეების ფარგლებში #ErasmusDays2020, 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება შეხვედრა - აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსპექტივიდან

შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ იმ აქტივობებს, რომელიც ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ჩამოყალიბებას და პლაგიატის შემთხვევების პრევენციას. სემინარზე, ასევე წარმოვადგენთ ევროპული უნივერსიტეტების რეკომენდაციებს საუნივერსიტეტო რეგულაციებთან მიმართებაში. შეხვედრა ერთგვარად შეაჯამებს ინსტიტუციური განვითარების პროექტის INTEGRITY შედეგებს. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილი. 

აღნიშნული სემინარი საინტერესო იქნება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური პერსონალისთვის. შეხვედრის სასაუბრო ენა არის ქართული. დასწრების მსურველებმა, გთხოვთ,  გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე 

შეხვედრა გაიმართება ონლაინ, ყველა რეგისტრირებული პირი მიიღებს შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე. 

#ErasmusDays2020

ბანერები