ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ერაზმუსის დღეები 2020

Erasmus+ დღეების ფარგლებში #ErasmusDaysS2020, 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გაიმართა შეხვედრა თემაზე: აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსპექტივიდან.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ჩამოყალიბებას და პლაგიატის შემთხვევების პრევენციას.

ონლაინფორმატში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდა 25 ადამიანი და მოხდა ინსტიტუციური განვითარების პროექტის INTEGRITY შედეგების ერთგვარი შეჯამება. შეხვედრას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილი

ბანერები