ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ერაზმუს+ ტრენინგი „ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“

ახალი ამბები

24-27 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს + პროექტ DITECH-ის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი „ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

ტრენინგის მიზანი იყო უმაღლესი განათლების საფეხურზე სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალის მომზადება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, კერძოდ, საუბარი იყო შემდეგი აპლიკაციებს: Pawtoon, Lingt; Google Jamboard, Deagrams Net; Moodle H5P – Crossword, Accordion. ეს პროგრამები გამოიყენება როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური თუ გრაფიკული ფორმატის სასწავლო რესურსის მოსამზადებლად.

ტრენინგი შემუშავებულია ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური პროექტის „ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლა და სწავლება ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (DITECH) ფარგლებში.

პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიის გაძლიერებული სწავლების განვითარებით.

2023 წელი

 

ბანერები