ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ERASMUS + პროექტის “MEDIATS: Training and Society Transformation” ფარგლებში ჩატარებული პირველი სამუშაო შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოში

2019 წლის 4-8 თებერვალს ERASMUS + პროექტის “MEDIATS: Training and Society Transformation” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოში გაიმართა პარტნიორ ქვეყნებთან პირველი სამუშაო/სასწავლო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის წარმომადგენლები.

პროექტის მიზანია პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა.

შეხვედრის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეხვდნენ პრაქტიკოს მედიატორებს, გაეცნენ მედიაციის სტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს მედიაციის მიმართულებით ნიდერლანდების სამეფოში, ესპანეთსა და ლატვიაში.

შეხვედრის დროს განიხილეს ის სამოქმედო გეგმა, რომელზე დაყრდნობითაც უნდა განხორციელდეს პროექტის მიზნები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის კურიკულუმის ექსპერტი სალომე გაგნიძე, სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ჩოკორაია და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი დიმიტრი ძაგნიძე.

პროექტს მართავს და კოორდინაციას უწევს ილიაუნის სამართლის სკოლა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

ბანერები