ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Erasmus + პროექტის „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“კონსორციუმის მეხუთე შეხვედრა

2019 წლის 23-27 ივნისს ისრაელში, თელ-ავივის მოფეტის ინსტიტუტში, გაიმართა Erasmus + პროექტის „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“კონსორციუმის მეხუთე შეხვედრა. ამავე პერიოდში (24-26 ივნისი) ინსტიტუტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონსორციუმის შეხვედრასა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაესწრნენ პროექტის წევრები: შორენა მაღლაკელიძე, სოფიკო ლობჟანიძე, დავით მალაზონია, მანანა სალუქვაძე, ლოლიტა შენგელია და სტუდენტი მარინა კიკვაძე. კონფერენციაზე სოფიკო ლობჟანიძემ, დავით მალაზონიამ და შორენა მაღლაკელიძემ ერთობლივად წარადგინეს ორი სამეცნიერო მოხსენება, რომლებმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე ინტერესი გამოიწვია სოფიკო ლობჟანიძის, ლოლიტა შენგელიასა და მარინა კიკვაძის მონაწილეობამ მრგვალი მაგიდის გარშემო გამართულ დისკუსიაში. 

კონსორციუმის სხდომაზე პროექტის წევრებმა წარადგინეს განვლილი ერთი წლის მუშაობის ანგარიში (პროექტის თემატიკით გათვალისწინებული საკითხების სალექციო კურსებში ჩართვისა და სტუდენტების აქტივობის, რიდერების მომზადება-გამოცემის, SMS- ტრენინგებში მონაწილეობისა და ფაკულტეტზე მისი გავრცელებისა და გამოყენების, ფინანსური უზრუნველყოფისა და სხვა საკითხების შესახებ) და განისაზღვრა მომავალი  ამოცანები.

ბანერები