ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დრონების საპილოტე კურსის ტრენინგი

ახალი ამბები

13 თებერვალს ფაბლაბში ავთანდილ მღებრიშვილისა და გოგა საათაშვილის მიერ გამართულ დრონების საპილოტე კურსის მორიგ ტრენინგზე მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ

  • დრონის შემადგენელ კომპონენტებზე;
  • აეროდინამიკის ძირითად პრინციპებზე;
  • დრონის მართვის ტექნიკურ დეტალებსა და სამართლებრივ რეგულაციებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დრონის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კრეატიულად გადაჭრის გზები, რომლებიც მონაწილეებს პროექტების საინტერესო მიმართულებით განხორციელებაში დაეხმარება.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საშუალება მიეცათ DJI SPARK დრონი თავად გამოეცადათ

დრონების საპილოტე კურსი ხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ EDUCATIONAL FOR DRONE (eDRONE)-ის ფარგლებში.

ბანერები