ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

2021 წლის აპრილში პროექტ „PRINTeL“-ის (ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) ფარგლებში აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით ცენტრის ტრენერებმა ჩაატარეს 6 ონლაინ ტრენინგ-კურსი ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდების გამოყენების შესახებ დისტანციური სწავლების პირობებში. ტრენინგები გაიმართა პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.  

ტრენინგებში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში ჩართული 100-მდე პირი.

ჩატარდა შემდეგი ტრენინგები:

  • ონლაინ აქტიური სწავლება და სწავლა: გამოცდილება ტექნოლოგიებით – ტრენერი თამარ მაღალაშვილი, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი;
  • ონლაინსწავლების დაგეგმვა კვლევითი თემის მოდელის გამოყენებით. ტრენერი – ლევან ცაგარელი,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი;
  • ვიდეოებისა და თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების ეფექტიანობის გაზრდა – ტრენერი ალექსანდრე ერგეშიძე, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი;
  • ონლაინსწავლების სტრატეგიები: როგორ დავეხმაროთ სტუდენტებს ონლაინსწავლების დროს – ტრენერები: ელენე ჟურავლიოვა,საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი; არჩილ აბაშიძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; გიგა ხოსიტაშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი. ამ ტრენინგკურსის სამი სესია გაიმართა.
ბანერები