ახალი პროექტი Addressing Academic Misconduct and Integrity in Georgia
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარდგენილმა პროექტმა Addressing Academic Misconduct and Integrity in Georgia ევროპის მართვისა და კულტურის ცენტრის (GCE-HSG) მიერ (სანქტ-გალენის უნივერსიტეტი, შვეიცარია) გამოცხადებულ საპროექტო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი, რომელიც შავი ზღვის ინიციატივის ფარგლებში პირველად ჩატარდა, მიზნად ისახავს იმ ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს კვლევისა და თანამშრომლობის განვითარებას შვეიცარიასა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის.
პროექტის მთავარი მიზანია აკადემიური დარღვევებისა და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკების ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და ანალიზი, ასევეაკადემიურ ინტეგრაციაზე მიგრაციის გავლენის შესწავლა. კვლევის შედეგები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დადებითი პრაქტიკების დანერგვას დაეხმარება.
2025